10:46 | 2020-03-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უარყოფით პასუხს ველოდებით – ალექსანდრე გოგინავა რამდენიმე პაციენტის მდგომარეობაზე

უარყოფით პასუხს ველოდებით – ალექსანდრე გოგინავა რამდენიმე პაციენტის მდგომარეობაზე

„ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი რჩება, მათ შორის არიან მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ალექსანდრე გოგინავას თქმით, დინამიკური გაუარესება არც ერთ პაციენტთან არ აღინიშნება.

 

„5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე და კრიტიკული. მათ აღენიშნებათ მძიმე პნევმონია. ასევე აქვთ თანდართული დაავადებები, რაც ამძიმებს სურათს. მათ უტარდებათ ოქისგენოთერაპია ანუ არიან ჟანგბადდამოკიდებულები. თუმცა ეს ხუთივე პაციენტი სტაბილურადაა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ნელ-ნელა დადებითი დინამიკა გვექნება“- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

 

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის 2-3, რომლებთანაც უახლოეს 48 საათში ვირუსზე უარყოფით პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც მათ საავადმყოფოდან გაწერენ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X