
“უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე”,- ამის შესახებ ახალ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ავრცელებს.
მისი თქმით, მხოლოდ იმ წამალს მიიღებს რომელიც შიმშილობას არ უკავშირდება.
“მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება
ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 27 დღეა შიმშილობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















