14:55 | 2020-06-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„უბედურება დაგვატყდა თავს“ – ქართველი ემიგრანტი ფანჯრიდან გადავარდა

„უბედურება დაგვატყდა თავს“ – ქართველი ემიგრანტი ფანჯრიდან გადავარდა

ესპანეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ირაკლი ნიქაბაძე მეხუთე სართულიდან გადავარდა, იგი ხელოვნურ კომაშია და აპარატზეა შეერთებული. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტები ავრცელებენ.

 

„არცერთმა ჩვენგანმა არ ვიცით ხვალ როგორ რეალობაში მოგვიწევს გაღვიძება, ასევე არ იცოდა ირაკლიმ…სრულიად მოულოდნელად ტრაგედია დაატყდა თავს ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, ის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ნუ დაველოდებით სხვას, თითოეული ცენტი მნიშვნელოვანია.

 

ირაკლი მეუღლესთან ერთად დღეს გადის ურთულეს გზას და მათ ჩვენ ვჭირდებით. არ არის ჩაბარებული, არ აქვს დაზღვევა და ლტოლვილის სტატუსი.დავუდგეთ გვერდში, ერთად მოვიგოთ ეს ბრძოლა.

 

შემოგვიერთდით 28 წლის ირაკლი ნიქაბაძის დასახმარებლად…

მას აქვს თავში გემატომა, არის ხელოვნურ კომაში და აპარატზეა შეერთებული, იმყოფება ესპანეთში, valladolid_ის საავადმყოფოში, ყველაზე მეტად იმას გთხოვთ რომ #ვილოცოთ“

 

ES85 0182 5930 2202 0193 9867
BBVA

 

თამარ ბურდული

 

ევროს გადმორიცხვა

 

BE52 9670 0417 5309

 

დოლარში გადმორიცხვა

 

CMFGUS33 8310706288

 

მიმღები – თამარ ბურდული​

საქართველოდან ჩარიცხვა ლარის ანგარიშზე

 

საქართველოს ბანკი: #GE10BG0000000752983500

მიმღები თინათინ აბრამიძე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X