15:53 | 2020-05-12 ავტორი: თამთა თორდია

უბედური შემთხვევა მესტიაში – ბიჭი ხევში გადაიჩეხა 

უბედური შემთხვევა მესტიაში – ბიჭი ხევში გადაიჩეხა 

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა ბიჭი ხევში გადაიჩეხა. მესტიის მერის კახა ჟორჟოლინის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

 

მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მთის მცენარის საკრეფად იყო წასული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.

 

ამ წუთებში ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.

 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

X