
უბედური შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მოხდა. 58 წლის ჰამლეტ თირქია ბაზის (ფუტკრის სახეობა) კბენის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მერის წარმომადგენელი სოფელში ჯონი გოგოხია “პრაიმტაიმს” უდასტურებს, თუმცა მომხდარზე დეტალებს არ აკონკრეტებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: თეა შონია






















