11:34 | 2021-03-03 ავტორი: Prime Time

“უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში” – შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა(video)

“უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში” – შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა(video)

2 მარტს გიორგი შაქარაშვილის საქმის ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. რამდენიმე დღეში გვეცოდინება რა განაჩენს გამოუტასნ 5 ბრალდებულს მოსამართლე.

 

ხუთივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

 

ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი უკანასკნელ მიმართვაში მოსამართლეს თხოვს, არ გაუშვას ციხეში 17 წლით, რადგან ფეხბურთელი არ მოუკლავს. ჩიქოვანის ბოლო სიტყვა “ტვ პირველი” ავრცელებს.

 

“საქმე ვერ გამოიძიეს და მოხდა ის, რომ ადგნენ და უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს”, – ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი.

 

ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ მათი ოჯახის წევრებიც და გამამტყუნებელი განაჩენის შემთვევაში აქციებს აანონსებენ.

 

“ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა ისე მენანება ეს ბიჭით,  ღმერთმა არ ქნას იმ ოჯახის მდგომარეობაში რომელიმე ჩვენი შვილი იყოს, წარმოდგენაც არ მინდა”, –  ამბობს ჩიქოვანის დედა.

 

 

ავტორი: Prime Time

X