21:04 | 2021-12-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უდედმამოდ დარჩენილ ბათუმელ ძმებს, ძმები ნიკურაძეები ახალი სახლისთვის ავეჯს დაუმზადებენ

უდედმამოდ დარჩენილ ბათუმელ ძმებს, ძმები ნიკურაძეები ახალი სახლისთვის ავეჯს დაუმზადებენ

ბათუმელ ძმებს, 11 წლის ანრის და 15 წლის კახას, რომელთაც დედა კოვიდით, ხოლო მამა ავტოავარიის დროს დაეღუპათ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საცხოვრებელი ბინა გადასცა.

 

ახალ სახლში კი ბიჭებს ძმები ნიკურაძეების დახმარებით ახალი ავეჯი ექნებათ.

 

„მათი სურვილი აუცილებლად ასრულდება“ - თორნიკე რიჟვაძე უდედმამოდ დარჩენილ ძმებს დაეხმარება
2021-12-17„მათი სურვილი აუცილებლად ასრულდება“ - თორნიკე რიჟვაძე უდედმამოდ დარჩენილ ძმებს დაეხმარება

 

„ესეც ჩვენ მიერ გახარებული ძმები

 

„მადლობა მინდა გადაუხადო ერთ პიროვნებას, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რომელიც გვერდში დაგვიდგა და ერთად დიდი სიხარული შევმატეთ ძმებს“

 

ბინას რომელიც მთავრობამ გადასცა დაამშვენებს ჩვენ მიერ დამზადებული ავეჯი (საჩუქრად ძმები ნიკურაძეებისგან)“, – წერენ ძმები ნიკურაძეები სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X