09:26 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

უძლიერესი რუსი დამარცხებულია! იაკობ ქაჯაია ნახევარფინალშია

უძლიერესი რუსი დამარცხებულია! იაკობ ქაჯაია ნახევარფინალშია

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირმა აიღო სტარტი.

 

პირველივე საშეჯიბრო დღეს ქართულ დელეგაციას მეექვსე ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი აქვს.

 

იაკობ ქაჯაიამ 1/4 ფინალში რუსი სერგეი სემიონოვი დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

 

ფინალში გასასვლელ დაპირსპირებაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე ჩილელი იასმანი აკოსტა იქნება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 13:15 საათზე გაიმართება, ფინალი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.

ავტორი: Prime Time

X