
„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ყველაზე მეტად ხელოვნების სფერო დაზარალდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩა.
– რით გადაირჩინეს თავი? რა გეხმარებათ ფინანსური კრიზისის დაძლევაში?
საბედნიეროდ, ჩემი ოჯახური საქმიანობიდა, მაქვს ისეთი შემოსავალი, რომელიც საშუალებას მაძლევს, ელემენტარულად, ვიცხოვრო. ეს საქმიანობა, დამოკიდებულია ტურიზმზე, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პერიოდი ცუდად არ შემხებია – ვგულისხმობ, უძრავი ქონების გაქირავებას. ამ სფეროშიც ბევრი რამ გაჩერდა, მაგრამ მე გადავრჩი.

შემოდგომამდე, კონცერტების დაგეგმვაზე ლაპარაკი, ვიცი ზედმეტია, არადა, ზაფხულში ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლითი კონცერტები.























