23:00 | 2021-05-20 ავტორი: Prime Time

უფასო დასვენება 600.000 ადამიანს საბერძნეთში – ნახეთ დეტალები

უფასო დასვენება 600.000 ადამიანს საბერძნეთში – ნახეთ დეტალები

2021 და 2022 წლებში საბერძნეთში მცხოვრებ 600.000 ადამიანს საშუალება ექნება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შვებულებაში წავიდეს.

 

პროგრამა 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება და მოიცავს პერიოდს 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 31 ივლისამდე.

 

დამსვენებელს საშუალება ექნებათ შემდეგ კუნძულებზე დაისვენონ: ლეროსი, ლესვოსი, ხიოსი, სამოსი, კოსი, ევროსი.

 

ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგი კრიტერიუმებიდან რომელიმეს:

 

  • უნდა უფიქსირდებოდეთ მინიმუმ 50 სამუშაო დღე;

 

  • უნდა იღებდნენ უმუშევრობის დახმარებას ΟΑΕΔ-ისგან მინიმუმ 2 თვე;

 

  • უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური რეგისტრაცია ΟΑΕΔ-ში, როგორც შშმ პირი

 

  • ოჯახური შემოსავალი უნდა იყოს 30.000 ევრომდე წელიწადში.

 

წყარო:georgians.ge

 

ავტორი: Prime Time

X