10:16 | 2021-09-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

უფასო სერვისები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის – ნახეთ იუსტიციის სამინისტროს განცხადება

უფასო სერვისები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის – ნახეთ იუსტიციის სამინისტროს განცხადება

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს.

 

უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

 

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

 

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;

 

  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

 

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

 

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;

 

  • ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

 

მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X