10:33 | 2020-12-10 ავტორი: Prime Time

უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ… ვინც იტყვის, რომ ნუ გვაპანიკებ, ის გამოააშკარავებს საკუთარ სიბეცეს – ბექა ბახტაძე

უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ… ვინც იტყვის, რომ ნუ გვაპანიკებ, ის გამოააშკარავებს საკუთარ სიბეცეს – ბექა ბახტაძე

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, კლივლენდის კლინიკის კარდიოლოგიის მეცნიერ თანამშრომელი, რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და სოციალურ ქსელში წერს, რომ სიბეცის გამოაშკარავებაა იმის თქმა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

“ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთ ოჯახში რამოდენიმე ოჯახის წევრია გარდაცვლილი კორონავირუსით ან ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის.

ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან - თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს
2020-12-10ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან - თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს

 

ბევრი იტყვის რომ ნუ გვაპანიკებ და ათასგვარ სისულელეს, ბევრი იტყვის რომ ამერიკასავით ცუდად მაინც არ ვართ და კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს საკუთარ სიბეცეს… უთხარით ეგ იმ ადამიანებს რომელთაც უახლოესი ადამიანები დაეღუპათ.

 

ჩემი აზრით, ამ ადამიანთა ოჯახის წევრები უნდა მიიწვიონ ტელევიზიებმა რათა მათ გაუზიარონ რეალობა საზოგადოების იმ შეუგნებელ ნაწილს, რომელსაც ურჩევნია სირაქლემის პოზაში ყოფნა და ალტერნატიურ რეალობაში ცხოვრება.

 

ასაუბრეთ ის ხალხი, თუ როგორ მძიმეა ამ რეალობაში არსებობა, თუ რას გადიან, თუ როგორ შეეცვალათ ცხოვრება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ”- წერს ბექა ბახტაძე.

ავტორი: Prime Time

X