12:36 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

“უფრო კარგად გავიცანი კორონავირუსი” – ინფექციონსტ ალექსანდრე გოგინავას კორონავირუსი დაუდასტურდა

“უფრო კარგად გავიცანი კორონავირუსი” – ინფექციონსტ ალექსანდრე გოგინავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, – ამის შესახებ კოვიდინფიცირებულმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „იმედის დილა“ ჩართვისას განაცხადა.

 

„როდესაც მაღალი ტემპერატურა მაქვს, ვიცი, რა წესები უნდა დავიცვა, მაგრამ ძალიან მიჭირს სისუსტის გამო და ხშირ შემთხვევაში მეც ვერ ვახერხებ რეკომენდაციების დაცვას, რასაც გულუხვად ვარიგებდი ხოლმე. ვცდილობ, დადებითი ემოციები შევინარჩუნო და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რათა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას და განვაგრძო ამ დაავადებასთან ბრძოლა.

 

ახლა უფრო კარგად გავიცანი ვირუსი, პირადი შეხება მქონდა მასთან და პირიქით, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამიადვილოს პაციენტებთან ურთიერთობაც – ხშირ შემთხვევაში ისეთი მიმდინარეობა აქვს დაავადებას, რომ პაციენტს ვერ მოთხოვ ბევრ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

 

როგორც მან გადაცემაში „იმედის დილა“ ჩართვისას განაცხადა, ორი დღეა, მაღალი სიცხე, 38,6 უფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

X