15:17 | 2020-04-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

უფრო სწორი იქნება, რომ „თურნავას პირბადე“ ერქვას – ნატო ჩხეიძე ქართული წარმოების პირბადეებზე

უფრო სწორი იქნება, რომ „თურნავას პირბადე“ ერქვას – ნატო ჩხეიძე ქართული წარმოების პირბადეებზე

არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს ქართული პროდუქციის იმიჯს აკნინებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის არც „თურნავას პირბადეს“ გაიკეთებს და არც „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს დაუჭერს მხარს.

 

„არ ვისურვებდი, რომ მას ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, მით უფრო რომ ამაყობს ქალბატონი მინისტრი ამ პირბადით, რომელსაც სამწუხაროდ, გვირისტიც კი არ აქვს ისე გაკეთებული, რომ დოლბანდის ძაფების არ იყოს გამოძენძილი იქიდან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესეც, მიუხედავად იმისა, რომ სათაური აქვს ენერგოეფექტურობის შესახებ, ეფექტური კანონი ვერ იქნება და ამდენად, მე თავს შევიკავებ „თურნავას პირბადის“ გაკეთებსიგანაც და ამ კანონპროექტზე თანხმობის მიცემისგანაც“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

 

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X