23:51 | 2021-03-24 ავტორი: Prime Time

უღებდნენ ლაივს… სანამ პატრული მოვიდა, ლაივი უკვე წაშლილი იყო – კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი გოგონას ნათესავი ახალ გარემოებებზე

უღებდნენ ლაივს… სანამ პატრული მოვიდა, ლაივი უკვე წაშლილი იყო – კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი გოგონას ნათესავი ახალ გარემოებებზე

აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გოგონამ თავი არ მოიკლა და ის კორპუსის სახურავიდან გადააგდეს.

 

 

„ოჯახი მდგმურად სადაც იყო, იქიდან მოშორებით იყო წვეულებაზე. არ ეცვა ქურთუკი, ფეხსაცმელები და ასე ავიდა მეექვსე სართულიდან მეცხრე სართულის სახურავზე, იქ იყო ხალხი და უღებდნენ ლაივს, დარეკეს პატრულში. სანამ პატრული მოვიდა, ლაივი უკვე წაშლილი იყო. გვაქვს ეჭვი, რომ საქმე ეხება არა სუიციდს, არამედ სუიციდამდე მიყვანას ან მკვლელობას. ბავშვი ზურგით იყო დაცემული, ძვლებშია დამტვრეული და კეფა აქვს ჩატეხილი. სახე არ აქვს დაზიანებული. არ გამოვრიცხავ, რომ კონფლიქტი მოსვლოდა ვინმესთან – გოგოებთან ან ბიჭებთან” – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.

 

 

2021-03-24"დედამ ჩემი მეგობრებისგან გაიგო, რომ ნარკოტიკებს მოვიხმარდი..." - დათუნა სულიკაშვილის საჯარო აღიარება

 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გამოკითხულია 20-მდე მოწმე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. „მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

 

 

გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი – ს.ც. გამომდინარე აქედან, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

 

 

გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს
2021-03-24გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს

 

საქმეს მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა.

 

 

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X