16:35 | 2021-01-09 ავტორი: Prime Time

„უგონოდ ზოგი დივანზე იწვა, ზოგი იატაკზე“ – ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვით 5 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ჩვილი ბავშვიცაა

„უგონოდ ზოგი დივანზე იწვა, ზოგი იატაკზე“ – ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვით 5 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ჩვილი ბავშვიცაა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ყველაზე პატარა ხუთი თვის ბავშვია. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„ზოგი იწვა სავარძელში, ზოგი დივანზე, ზოგი იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც“, – აცხადებს ექიმი მაია ქუტიაშვილი.

 

ვინ არის ახალი წლის ღამეს ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალი, რომელიც შემთხვევის დროს, საკუთარ სახლში იმყოფებოდა
2021-01-09ვინ არის ახალი წლის ღამეს ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალი, რომელიც შემთხვევის დროს, საკუთარ სახლში იმყოფებოდა

 

დაშავებულები მკურნალობას ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობენ.

ავტორი: Prime Time

X