
უჰანში ძაღლი კორონავირუსით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდებოდა. ამის შესახებ ინფორმაცის გამოცემა Oriental Daily News -ი ავრცელებს.
თებერვალში ძაღლის პატრონი კორონავირუსით დაინფიცირდა. როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ძაღლიც თან გაჰყვა. თუმცა, კაცი ახალმა ვირუსმა იმსხვერპლა.
ძაღლი პატრონს 3 თვის მანძილზე საავადმყოფოში ელოდებოდა. საბედნიეროდ, ძაღლი საავადმყოფოში მდებარე სუპერმარკეტის მფლობელმა, ვუ კუიფენმა შეამჩნია და მასზე ზრუნვა დაიწყო. ვუმ ძაღლს Xiaobao დაარქვა.
„მისი პატრონი კორონავირუსით გარდაიცვალა. ძაღლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ ის საავადმყოფოში დარჩა, რათა პატრონს დალოდებოდა“, – ამბობს ვუ.
სამედიცინო პერსონალმა მას „ჰაჩიკოს რეალური ვერსია“ უწოდა.























