
ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე 66 წლის გახდა. საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. აი, როგორი იუმორნარევი პოსტი დაწერა იუბილარმა “ფეისბუქზე”.
“აქ ვიღებ მილოცვებს ჩემი დაბადების 99 წლისთავზე. წინასწარ ყველას დიდი მადლობა. ღმერთმა გაგიმარჯოთ.
უი! ბოდიში!!! ციფრები ამოტრიალდა… 66 წლის გავხდი ე.ი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. გაიხარეთ” – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
პაატას დის შვილიშილი, მომავალი საოპერო მომღერალი, ანუკა ფალავანდიშვილი, რომელსაც პედაგოგიურ მეურვეობას თავად პაატა უწევს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 12 თებერვალი ძალიან უყვარს, რადგანაც ამ დღეს ბაბუს გარდა, მამამისის დაბადების დღეც არის.
ანუკა ფალავანდიშვილი: – პაატა ახლა გერმანიაშია, კარგ განწყობაზეა. მის ამ პოსტზე მეც ვიხალისე. ასაკი კი ემატება, მაგრამ არ ეტყობა, მგონი.
ეს დღე ძალიან მიყვარს, მამაჩემს და პაატას ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე. მამა 42 წლის გახდა.
ანუკას მამა, მამა ლუკა ფალავანდიშვილი ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 2008 წელს ბერად აღიკვეცა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ თავისი პროფესიით ისევ ემუშავა. მამა ლუკა ისევ აგრძელებს ტრავმატოლოგად მუშაობას.






















