
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრია – 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი შვილი და მაზლი, ნუგზარ დვალაძე.
სწორედ, მის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე და ამბობს, რომ ის საკმაოდ წარმატებული გეოგრაფი იყო.
„რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო. როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში,“ – წერს ზაზა დობორჯგინიძე.

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა
მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს






















