12:37 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უჯარო გენერლის მდგომარეობაში ყოფნა და „ტანკისტი ვიყავი ომამდე“ არავის შეშვენის – დავით ბერძენიშვილი ბურჯანაძეზე 

უჯარო გენერლის მდგომარეობაში ყოფნა და „ტანკისტი ვიყავი ომამდე“ არავის შეშვენის – დავით ბერძენიშვილი ბურჯანაძეზე 

„ნინო ბურჯანაძეს უბრძანებია, ჩემზე მეტი უფლება არავის აქვს, სააკაშვილის ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყოსო და ბევრი სხვა სისულელეც მოუყოლებია პრეტენზიული ტონით და იმპერატიული მოთხოვნით (პარლამენტიდან გამოდით, პრანჭვას თავი დაანებეთ და ა.შ.)“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს ბაქი-ბუქი ყველასგან ღიმილისმომგვრელია, ბურჯანაძისგან კი პოლიტიკურ წარსულსა და საკუთარ უპირატეს უფლებაზე საუბარი გამაღიზიანებელიც… „ნა პაკლონპუტინუ, ვ ტუფელკახ ნა პაკლონნოი გარე“ იმ სიცივეში – ეს არის ბურჯანაძის მონაგარი მის „ოპოზიციურ“, რეალურად კი კრემლის სატელიტურ პოლიტიკაში.

 

საქართველოს მთავრობა ,,მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2021-11-27საქართველოს მთავრობა ,,მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 

მისი ბელა-ჩაოც ამ ოპერიდანაა. სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაული 26 მაისის მიტინგის მონაწილეთა უმოწყალო დარბევა და ანგარიშსწორება იყო და არა ამ შავრაზმული, სწორედ ბურჯანაძის და მისი პარტნიორი გრეჩიხების, სოზარის და სხვათა „ქართული პარტიის( ზოგი ხელისუფლებაშია დღეს და ზოგიც ოპოზიციაში)“ „მრაკობესული“ ქმედებების შეფასება.

 

ასე რომ, ფრთხილად საპარლამენტო ოპოზიციისთვის თითის ქნევისას, ქ- ნო ნინო…ელექტორალური ფასიც მოგეხსენებათ თქვენი. შუაშისტიც არ ხართ, რომ სხვა შუაშისტებთან ერთად პერსპექტივა გქონდეთ. პერსონალურად ნუ მომედავებით – ჩემით მოვრჩი მანდატისთვის ბრძოლას, თქვენ კი ამომრჩეველმა გაგიმხილათ გულის ნადები.

 

უჯარო გენერლის მდგომარეობაში ყოფნა და „ტანკისტი ვიყავი ომამდე“ არავის შეშვენის“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X