
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმში მშენებარე ბინების 70%-ს რუსები ყიდულობენ, ასევე ბევრი პროდუქტია ბაზარზე, ტელევიზიებშიც ბევრი რუსული არხია, ამის საპირისიპო მაგალითად მოჰყავს უკრაინა, სადაც ეს ყველაფერი აკრძალულია.
„ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის დაკარგვიდან ერთი თაობის იქით ვართ, სამწუხაროდ, დღეს ის დრო დაგვიდა, რაც დღეს ხდება, ეს არის ობიექტური რეალობა.
ბათუმში რომ ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, რომ ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არიან, ისინი საკმაოდ უჯიშო, პროვინციელი რუსები არიან, რომლებიც ბათუმში ბინების 70%-ს ყიდულობენ, რაც იქ შენდება.
მე დავინახე, რომ ციხეში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება. ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი არის აკრძალული, იმიტომ, რომ უკრაინა არის რუსეთთან ნაომარი ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ასევე ნახეთ:






















