16:17 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

„უკანაც ვერ ვბრუნდებით“ – რა ხდება ამ წუთებში ბათუმში – VIDEO

„უკანაც ვერ ვბრუნდებით“ – რა ხდება ამ წუთებში ბათუმში – VIDEO

უხვი ნალექის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელი გზა პარალიზებულია. დატბორილი ტერიტორია, რის გამოც მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჟურნალისტი ინგა გვასალია ამბობს, ის კოლეგებთან ერთად ბათუმში ტრენინგზე იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

 

„3 საათია, მეტი თუ არა, საცობში ვდგავართ. კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. კილომეტრიანი საცობებია ჩემს წინ და უკანაც. არ ვიცით რა ხდება, ვერაფერს ვერ ვარკვევთ. აქ გავიგეთ, იქედანაც ვერ შემოდიან, გვირაბში არ უშვებენ. აქ ჩემი კოლეგისთვის მეუღლეს უნდა ჩამოეკითხა, იმან დაურეკა და უთხრა, 11 საათიდან ვდგავარ გვირაბთან და არ მიშვებენო. ასე უთხრეს დატბორილია და იმიტომო. უკან დაბრუნებაც რომ მინდოდეს, ვერ დავბრუნდები, გაჭედილი ვართ კილომეტრიან საცობში. იქნებ გაგვირკვიოთ და გვითხრათ რა ბედი გველის”- ამბობს „მთავარი თემა სამეგრელოში” რედაქტორი ინგა გვასალია.

 

 

როგორც „ბათუმის წყალში” აცხადებენ, აჭარაში არის სტიქია, რომლის მსგავსი ათწლეულებია არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, დატბორილია ქალაქის მთელი რიგი უბნები. მათ შორის ქალაქში შემოსასვლელი, სადაც სერიოზული საცობი შეიქმნა. კომპანიის თანამშრომლები ყველა შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, არხებისა და ჭების გაწმენდითი სამუშაოები.

 

ბათუმში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X