
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება და შემდგომ პროცესებზე წერს.
„პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2-კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა.
თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2-კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. უკარგესი გაზაფხული გველოდება“, – წერს ჟორჟოლიანი სოცქსელში.
ნახეთ ვიდეო: ⇓ “უკარგესი გაზაფხული გველოდება” – როგორ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიას გადადგომას
დღეს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა. გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.























