19:33 | 2020-12-16 ავტორი: Prime Time

უკავშირდება თუ არა ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს

უკავშირდება თუ არა ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს

მაღალი პროფილის საქმეები ვერ იქნება და არ იქნება პოლიტიკური მოლაპრაკებების საგანი. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, ცალსახად, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა.

 

“სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რათა ამით ოპოზიციას რაღაც ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფილის საქმეები ვერ იქნება და არ იქნება პოლიტიკური მოლაპრაკებების საგანი. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, ცალსახად. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ეს კანონი ადამიანებს არ დაყოფს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად. ჩვენი მთავარი კრიტერიული გადაწყვეტილების მიღებისას იქნება ის, რომ ადამიანებმა, რომლებიც სახლებში დაბრუნდებიან საპატიმროებიდან, არ შეუქმნან საფრთხე საზოგადოების უსაფრთხოებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტი ამნისტიაზე მუშაობას იწყებს

ავტორი: Prime Time

X