18:10 | 2020-05-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? – ბოკერია გახარიას

უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? –  ბოკერია გახარიას

„ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში?“ – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

 

გიგა ბოკერია გახარიას - ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?
2020-05-29გიგა ბოკერია გახარიას - ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?

 

„ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო. რომ გადახვალთ, ვნახოთ, ჩვენზე უკეთესები იქნებით თუ არა, მოემზადეთ“, – მიმართა ბოკერიამ გახარიას.

 

საპასუხოდ პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატს დამშვიდება ურჩია.

 

„ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდგომ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად”, – მიმართა გიორგი გახარიამ ბოკერიას.

 

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X