უხანში ერთ კვირაში კორონავირუსზე ტესტირება მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქში 467 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს, საერთო ჯამში კი 12 მაისიდან ტესტირება 1,3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის 84 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
























