23:34 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

უკნიდან მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს – რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას რუსთაველზე

უკნიდან მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს – რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას რუსთაველზე

„ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია“,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნატალია ურიდია ავრცელებს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად 53 ჟურნალისტზე იძალადეს - ქვეყნდება დაშავებულების სია
2021-07-05ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად 53 ჟურნალისტზე იძალადეს - ქვეყნდება დაშავებულების სია

 

მისი თქმით, მას თავში ბოთლი ჩაარტყეს.

 

„ამასობაში უკნიდან ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით. მეზიზღება აქაურობა“,- წერს ნატალია.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X