19:06 | 2021-03-23 ავტორი: Prime Time

უკრაინამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ნახეთ მიზეზი

უკრაინამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ნახეთ მიზეზი

უკრაინის პროკურატურამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზი ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნის აღსანიშნავ კონცერტში მათი მონაწილეობაა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

მომღერლებს შორის არიან გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა და რუსული ესტრადის სხვა შემსრულებლები. მათი ნაწილი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კლიპებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

ანექსირებულ რეგიონში ხიდის მშენებლობას უკრაინა უკანონო ქმედებად აფასებს.

ავტორი: Prime Time

X