18:41 | 2020-05-08 ავტორი: თამთა თორდია

უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება! – მიხეილ სააკაშვილი დანიშვნის შემდეგ

უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება! – მიხეილ სააკაშვილი დანიშვნის შემდეგ

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

 

„ახლა კი სერიოზულად:

 

პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და ამაში მე მას სრულად ვუჭერ მხარს.

 

ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.

 

მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება.

 

ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

 

ელჩის გამოძახების მიზეზი მიხეილ სააკაშილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნა გახდა.

 

„ჩვენ არცერთ შემთხვევაში ჩვენს ელჩს არ გამოვიწვევდით კონსულტაციაზე, ქართველებმა შეცდომა დაუშვეს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციების მიზნით გამოწვევასთან დაკავშირებით.

 

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X