
უკრაინაში მოღვაწე ქართველი ცნობილი პოლიტიკოსი კორონავირუსის გამო, რამდენიმე დღე რეანიმაციაში იმყოფებოდა.
დავით საყვარელიძე ვირუსული ინფექციისგან განიკურნა და მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ის ახლა, იულია ტიმოშენკოს გულშემატკივრობს და მას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„მეგობრებო, უამრავი წერილი მივიღე კითხვით „სად წავედი” როგორც ადამიანი, რომელმაც ახლახანს განიცადა კოვიდის მძიმე ფორმა, რომელმაც ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა, ინტენსიური მკურნალობის ორი კვირა, პირველ რიგში მსურს ყველაზე ღრმად მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამედიცინო პერსონალს და ექიმს, რომლებმაც თავიანთი ძალისხმევით, გამომიყვანეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან.
ამ რთულ დროს, ნამდვილი გმირები ხართ! ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს ყველა ნათესავსა და მეგობარს, ვინც იქ იმყოფებოდა და კიდევ ერთი რთული გამოცდის გადალახვაში დაგვეხმარა.
მსურს ვუსურვო ყველას, ვინც ამ საშინელ დაავადებას გადაეყრება, ძალა და სწრაფი აღდგენა. განსაკუთრებით, იულია ტიმოშენკოს, გულწრფელად ვუსურვებ სწრაფად გამოკეთებას. დაავადებაზე უფრო ძლიერი ხართ და ამას აუცილებლად დაამარცხებთ.” – წერს დავით საყვარელიძე.























