14:28 | 2020-06-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს – მიხეილ სააკაშვილი

„უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს, ის საჯარო მოხელეებმა ჩაანაცვლეს“, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина24-ზე სტუმრობისას განაცხადა.

 

„ის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი და ყალბი რეფორმატორია“ - თინა კანდელაკი სააკაშვილზე
2020-06-22„ის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი და ყალბი რეფორმატორია“ - თინა კანდელაკი სააკაშვილზე

 

„უკრაინაში არსებობენ საჯარო მოხელეები, რომლებიც არარსებული სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ – იმიტომ რომ სახელმწიფო მაშინ არსებობს, თუ ის ყველას იცავს და სამართლიანობის უზრუნველყოფა შეუძლია. სად ხედავთ ამას უკრაინაში? ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, მათ თითოეულ ჯგუფს კი თავისი უფროსი ჰყავს.

 

ცხოვრების ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენ. ადამიანი დაბადებისთანავე რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს მიეკუთვნება და სად არის სახელმწიფო? ის უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X