14:57 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

უკრაინაშიც შენდებოდა ჰესი, ჩავედით და გავაჩერებინეთ – მიხეილ სააკაშვილი 

უკრაინაშიც შენდებოდა ჰესი, ჩავედით და გავაჩერებინეთ – მიხეილ სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ნამახვანჰესის აშენების საწინააღდეგო აქციას ეხმაურება.

 

როგორც სააკაშვილი ამბობს, საქართველოს ბუნებისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან იგი ტურიზმისთვის უფრო გამოსაყენებელია.

 

„ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ მონაწილე ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს. რეალურად დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

 

აქ, უკრაინაში ზუსტად ნამახვანისხელა ჰესს აშენებდნენ, მე გავაკეთე ორგანიზება ადგილობრივი აქტივისტების, მაშინ ჩემი პარტიიდან ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ ჰესის მშენებლობა და დღეს ყველა მაცხოვრებელი მადლობელია.

 

ზუსტად ასეთივე ლამაზია ჩვენი ბუნება. მისი ხელის ხლება არ შეიძლება, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ენერგიის წარმოების სხვა ბევრი საშუალება. ხელების შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება კონკრეტული გრძელვადიანი განვითარება. არც ერთი ჰესი არ შენდება საქართველოში ივანიშვილის სურვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს ამ საკითხშიც და ყველა სხვა საკითხშიც“,- ამბობს მიხეილ სააკაშილი.

 

ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

 

ცნობისთვის, დღეს ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება.

ავტორი: Prime Time

X