
მთელი უკრაინის ტერიტორიაზე კორონავირუსიის გავრცელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.
ქვეყანაში დაიკეტება ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და გაუქმდება ყველა სპორტული შეჯიბრი (ზოგიერთ შემთხვევაში ტურნირი ჩატარდება მაყურებლების გარეშე). ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობს 200-ზე მეტი ადამიანი.
შეზღუდვები 12 მარტიდან 3 აპრილამდე იმოქმედებს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტი 100 მილიონ გრივნას გამოჰყოფს ინდივიდუალური თავდაცვის რესრუსებზე. ასევე „ინფრაწითელ მოწყობილობას“ დისტანციური სკრინიგისთვის კიევში, ბორისპოლის აეროპორტისთვის შეიძენენ.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დადასტურებული.






















