08:47 | 2021-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს გეგმავს

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს გეგმავს

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა 16 ნოემბერს, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.

 

ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა - დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება
2021-11-16სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა - დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

 

მათივე ცნობით, ომბუდსმენი გეგმავს შეამოწმოს, რამდენადაა დაცული მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ასევე მისი პატიმრობის პირობები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

 

ლუდმილა დენისოვა პრესისთვის კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X