
“უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა „წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის” სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის – უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა „წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის” სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…”,- წერს სააკაშვილი.
დაგაინტერესებთ: რა წერილი იპოვეს რამაზ გერლიანის მანქანაში, რომელსაც ოჯახი ეძებს






















