10:48 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

უკრაინის სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან სოლიდურ ფულად ჯილდოს მიიღებს – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან სოლიდურ ფულად ჯილდოს  მიიღებს – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უახლოეს დროში ამოქმედდება, იმ სფეროების მხარდაჭერას ეხება, რომლებიც კარანტინის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საუბარია ეკონომიკის კრეატიულ, სპორტულ და სატრანსპორტო სექტორზე. ყველა, ვინც სრულად ვაქცინირებულია, ათასი გრივნის მიღებას შეძლებს აპლიკაცია „დიას“ მეშვეობით. ამ ფულით შეძლებთ სპორტულ დარბაზში აბონემენტის შეძენას, კინოთეატრში, თეატრში, მუზეუმში წასვლას ან უკრაინაში მოგზაურობისთვის ბილეთის შეძენას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პროგრამა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

 

ავტორი: Prime Time

X