22:24 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია! – დათო ლიკლიკაძე ავსტრალიელ ქალზე

უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია! – დათო ლიკლიკაძე ავსტრალიელ ქალზე

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე თბილისში, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

როგორც ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს, როგორმე ყველამ უნდა შევაჩეროთ მსგავსი ფაქტები.

 

„ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ.

 

მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია). როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია“,- წერს დავით ლიკლიკაძე.

 

შეგახსენებთ, მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ქალს მეგობრები მეორე დღეა ეძებდნენ. არსებული ინდორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X