
დღეს ირაკლი კობახიძე იუბილარია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 43 წლის გახდა.
“მადლობა ღმერთს, შენნაირი მაგარი მეგობრისთვის” – წერს “ფეისბუქზე” ზურა ხაჩიძე.
ზურა, იუბილარ კობახიძეს, “პრაიმტაიმთან” შემდეგნაირად ახასიათებს.
ზურა ხაჩიძე: – ირაკლი უსაზღვროდ თბილი და თავმდაბალი ადამიანია, რაც ძალიან დასაფასებელია. მიუხედავად მისი სტატუსისა და გავლენისა, ის ასეთია.
შვიდი-რვა წელია ვიცნობ და შემიძლია ასე დავახასიათო. ის ძალიან მოსიყვარულე ადამიანია. არის განათლებული და უშუალო. არაოფიციალურ გარემოში ბევრჯერ მყავს ნანახი და მისი დახასიათების საშუალებას ესეც მაძლევს.
უყვარს მოლხენა და მუსიკა. მასთან მუსიკაზე არ მისაუბრია, თუმცა ნოეს გადაცემიდან ვიცი, რომ ირაკლის როკჯგუფი ჰქონდა ჩამოყალიბებული, გარაჟში რეპეტიციობდნენ და უყვარს ეს მიმდინარეობა. ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ვისარგებლებ “პრაიმტაიმის” ზარით და გულწრფელად მივულოცავ ირაკლის დაბადების დღეს. ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო გამყარებას ვუსურვებ. რაც შეიძლება მეტი წარმატება მოეტანოს ქვეყნისთვის.

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























