19:31 | 2021-12-06 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ – მიხეილ სააკაშვილი

უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ – მიხეილ სააკაშვილი

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან”, – ამის შესახებ ი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ქმარმა ცოლი მაშინ დაახრჩო, როცა მათ შვილებს გვერდით ოთახში ეძინათ
2021-12-06ქმარმა ცოლი მაშინ დაახრჩო, როცა მათ შვილებს გვერდით ოთახში ეძინათ

“ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

 

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

 

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.

 

„პრაიმტაიმის“ ყვლა სიახლე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X