10:12 | 2021-01-26 ავტორი: Prime Time

ულტიმატუმი მთავრობას – რა არ უნდა გამოგრჩეთ 26 იანვარს

ულტიმატუმი მთავრობას – რა არ უნდა გამოგრჩეთ 26 იანვარს

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით სამთო კურორტებზე დასაქმებულებმა მთავრობა 48-საათიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

 

თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ისინი პერმანენტულ აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აპირებენ.

 

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს საპროცედურო კომიტეტი დღეს განიხილავს

 

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროვოკაციაზე განცხადებას ავრცელებს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

 

 

ავტორი: Prime Time

X