
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს, შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.
– უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ კომენდანტის საათი ცხრაზე იწყება, მე პრობლემას არ მიქმნის. ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ძალიან დაბეჩავებულია აქაურობა. ამიტომ, მე ძალიან მტკივნეულად არ შემხებია ეს რეგულაცია, თუმცა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ, თანდათან ქრება.
ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ სუფთა ჰაერი და ეზო მაქვს, სადაც შემიძლია, ბავშვები ვასეირნო და გარეთ გამოსვლის არ მეშინოდეს. კაფეში მე არ დავდივარ და სალონებში – არაფერი განსაკუთრებული მე არ მჭირდება. თუ რამე წარმოადგენს აუცილებლობას, ჩემს შვილს ვეუბნები და მას მოაქვს ელემენტარული, გამოსაცვლელი იქნება თუ მსგავსი რამ.
ცხოვრებაში სალონში არ მივლია, ფრჩხილს არ ვიკეთებ და თმას. ახლა თმას თავად ვიჭრი..























