22:22 | 2020-04-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

უმძიმესი დღეები გველის – ნანუკა ჟორჟოლიანი

უმძიმესი დღეები გველის – ნანუკა ჟორჟოლიანი

მამა შალვა კეკელიას სკანდალურ განცხადებას – აღდგომის ღამეს, 2000 მომლოცველის შეკრების შესახებ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

 

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის და ათასობით ადამიანი ინფიცირების შედეგად იღუპება, მსგავსი შეკრებები სახიფათოა.

 

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საერო თავყრილობები დაუშვებელია, თუმცა ეს რელიგიურ დღესასწაულებს არ ეხება.

 

ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია თავის სულიერ შვილებს არ უფრთხილდება და ამ გადაწყვეტილების მიღების გამო კონკრეტული ადამიანები უნდა დაისაჯონ.

 

„ვფიქრობ, რომ რწმენა ისეთი საკითხია, როცა რწმენას ეხები პირად სივრცეში იჭრები. როცა ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, იძულებული გავხდი ეს პოსტი წამეშალა, რადგან ადამიანები მივარდებოდნენ და მწყევლიდნენ.

 

როგორც ის არ მესმის, როგორ შეიძლება ღმერთის სახელით იწყევნლებოდნენ, ისე არ მესმის დამოკიდებულება – შენს სულიერ შვილებს სიფრთხილისკენ არ მოუწოდებდე მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ვირუსით გამოწვეულ საფრთხეს აღიარებს.

 

მგონია, რომ მართლაც უნდა მოხდეს ისეთი რამ, რომლითაც კონკრეტული ადამიანები კონკრეტული ფაქტებით სიჯიუტისთვის დაისაჯონ, იმისათვის, რომ მიხვდნენ – ღმერთთან თამაში არ შეიძლება.

 

არსებობს რაღაც, რაც უბრალოდ არ შეიძლება… ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, უმძიმესი დღეები გველის.“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X