
შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მორიგი გადაადგილების ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ლექსოს ყოფილი მეუღლე, ირინა ლომსაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს მისთვის უმძიმესი სანახავი იყო და გამოძიება დაადგენს სიმართლეს.
„უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ ამბის დასაწყისიდან მას მიაყენეს ფიზიკური ზიანი და მიიყვანეს ზოგადად ამ მდგომარეობამდე. მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე. გამოძიება გაარკვევს, რა არის მართალი. ლექსო იჭყლიტება ამ ამბავში. დიდი სურვილი გვაქვს, დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს,“ – განაცხადა ირინა ლომსაძემ.
ლექსო ლაშქარავას დეიდის თქმით, მისთვის ამ კადრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„დაუშვათ გაიკეთა რამე, დაუშვათ მოხდა რაღაცა, ამას გამორიცხავს, რაც გაუკეთეს? რაც ლექსოს ამდენი კაცი ურტყამდა ამას გამორიცხავს რამე? მაინც მჯერა გამოძიების, მჯერა, მართალი კაცი გამოჩნდება, მთლად დაღუპულები არ ვიქნებით, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს“,- ამბობს ლექსოს დეიდა.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს.
ასევე ნახეთ:























