20:47 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

უმძიმესი ტრაგედია ბარისახოში – ადგილზე მგზავრების ძებნა გრძელდება

უმძიმესი ტრაგედია ბარისახოში – ადგილზე მგზავრების ძებნა გრძელდება

დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში უმძიმესი ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

 

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად სამი პირი მძიმედ დაშავდა.

 

შსს ცნობით, ავარია შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 

ბარისახოში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა
2020-08-23ბარისახოში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველებმა უკვე ამოიყვანეს მგზავრების ნაწილი, სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გავრცელებული ცნობით, 12 ადამიანი გარდაცვლილია, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები.

 

შსს-ს ცნობით, ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X