
„უმჯობესი იქნებოდა ევროპულ სასამართლოს პირდაპირი მითითება გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ მოხდა” – ასე გამოეხმაურნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას მსჯავრდებული პრეზიდენტის ადვოკატები.
„სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა კერძო კლინიკაში გადაყვანას მხოლოდ, სააკაშვილის სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ კერძო კლინიკაში შესაძლებელია ამის უზრუნველყოფა მხოლოდ და გლდანის ციხეში ის არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ისე როგორც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა, მან არ დაასახელა კლინიკა.
რა თქმა უნდა ჩვენ ცხადია, რომ გვერჩივნა პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი რაღაცა პრაქტიკულად არ ხდება. ჩვენთვის მთავარი მიღწეულ იქნა, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო სამართლებრივმა ორგანიზაციებმა, მათ შორის სასამართლომ აღიარა ეს როგორც შიმშილობა და მეორე: სახელმწიფო დაავალდებულა, რომ მიხეილ სააკაშვილს თმა არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან,”- აცხადებს ნიკა გვარამია.
მათივე ინფორმაციით, გაითვალისწინებს თუ არა სააკაშვილი სტრასბურგის მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.
„მოთხოვნის გაგზავნის მიზანი იყო, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მოხდებოდა მისი გადაყვანა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად კერძო, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეტალიზაციის გარეშე სახელმწიფოს დაავალა, რომ უზრუნველყოს სათანადო მკურნალობა და უსაფრთხოების დაცვა,” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















