11:52 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს, მაგას სულთნობა უნდოდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს, მაგას სულთნობა უნდოდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს უმნიშვნელო თანამდებობაა.

 

„სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე – მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა.

 

მაგრამ მაინც ჩაერევა…

 

არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა.

 

ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში – ვერ გაიგებ რომელი ოლიგარხი რას თამაშობს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ავტორი: Prime Time

X