
დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილს იმედი აქვს, რომ გახარიას გუნდს სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არსებობს რომ სხვებიც შეუერთდებიან „გახარიას ექვსეულს“. არსებობს პირადი საუბრები სხვადასხვა გუნდის წევრებისგან, არსებობს პირადი ურთიერთობები, რომლებიც, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია დღესაც და სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, გამოიხატება მზაობა იმაზე, რომ ხვალ და ზეგ იფიქრონ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე და ამ შემთხვევაში, ეს იყოს ჩვენ გუნდთან ერთად”,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.























