19:25 | 2020-07-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

უმცროსი შვილი 10 თვის მყავს და დღე-დღეზე ტყუპს გავაჩენ – ძალადობის მსხვეპლ ქალს წართმეულ შვილებს უბრუნებენ

უმცროსი შვილი 10 თვის მყავს და დღე-დღეზე ტყუპს გავაჩენ – ძალადობის მსხვეპლ ქალს წართმეულ შვილებს უბრუნებენ

პრაიმტაიმმა“ 2019 წლის ნომებერში ძალადობის მსხვერპლ მრავალშვილიან ქალზე სიუჟეტი მოამზადა. დარეჯან იორდანაშვილი დახმარებას ითხოვდა: ამბობდა, რომ შესაძლოა, მისი შვილები ბიოლოგიურ მამას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა და ისინი ვეღარასდროს ენახა…

 

იმ პერიოდისთვის დარეჯან იორდანაშვილს 7 შვილი ჰყავდა. 6 პირველი მეუღლისგან, რომელიც მოძალადე აღმოჩნდა და ოჯახი სწორედ ამის გამო დაინგრა და ერთი – მეორე მეუღლისგან. როგორც მან მაშინ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, 3 უფროსი შვილი საჩხერეში, მამასთან თვეების განმავლობაში იმყოფებოდა და უკან აღარ უშვებდნენ. ყოფილი მეუღლე და დედამთილი შვილების წართმევით ემუქრებოდნენ.

 

На изображении может находиться: 4 человека, люди стоят и на улице

 

„სასამართლომ ბავშვების მეურვეობა მე მომანიჭა. ჩემს ყოფილ მეუღლეს კი ალიმენტი დააკისრა.

 

ვინაიდან ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვარ, მას ჩემთან მოახლოვებაც კი აკრძალული აქვს. ზაფხულში, უფროსი შვილები ყოფილი მეუღლის თხოვნით, მასთან გავაგზავნე. ვიფიქრე, ბავშვები დაისვენებენ-მეთქი, თუმცა ახლა, მირეკავს და მეუბნება, რომ შვილებს ვეღარასოდეს ვნახავ.

 

არსებობს რისკი, რომ ჩემი შვილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანონ და სულ დავკარგო. ძალიან გთხოვთ, ვისაც ჩემი დახმარება შეგიძლიათ, დამიდექით გვერდით“ -ამბობდა დარეჯან იორდანაშვილი.

 

რესპონდენტის თქმით, შვილების წართმევა ყოფილმა მეუღლემ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას მეორე მეუღლესთან შვილი შეეძინა. საქმის კურსში იყვნენ სამართალდამცველები და უწყებებში განმარტავდნენ, რომ საქმეზე მუშაობა მიმდინარეობდა და სავარაუდოდ, მალე გახდებოდა ცნობილი, რა ბედი ეწეოდა 3 მოზარდს, რომლებსაც მამა და ბებია დედასთან არ უშვებდნენ.

 

На изображении может находиться: 2 человека, люди спят и часть тела крупным планом

 

„პრაიმტაიმი“ დარეჯან იორდანაშვილის ბედით ისევ დაინტერესდა.

– ორი სასიხარულო ამბავი მაქვს. ჩემს შვილებს წუთი წუთზე ველი. სოციალურმა მუშაკმა დამირეკა და მითხრა, რომ ტელეფონთან ყურადღებით ვიყო, რადგან რა წუთში დაგირეკავთ და მოგიყვანთ შვილებს, არ ვიცითო.

 

როგორც იქნა, აღსრულდა სამართალი და ამდენი ხნის უნახავ შვილებს ისევ ჩავიხუტებ. მეორე სასხიხარულო ამბავი კი ის მაქვს, რომ ფეხმძიმედ ვარ და ტყუპს ველოდები. ბოლო, მეშვიდე შვილი 10 თვისაა და დღე-დღეზე კიდევ ორის მატებას ველით.

 

ძალიან ვარ გახარებული და ბედნიერი. 9 შვილის დედა ვიქნები. ეს გარკვეულ სირთულეებს კი გვიქმნის, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.

 

ახლა სადაც ვცხოვრობთ ქირით, აქედან გვიშვებენ სწორედ მაგის გამო, რომ ბევრი შვილი მყავს. სირთულეებს არ ვუშინდებით და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით.

 

На изображении может находиться: 4 человека, люди стоят, гора, трава, дерево, ребенок, небо, на улице и природа

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X