14:14 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

უმუშევრებს – 0 ლარი, თვითდასაქმებულებს – 0 ლარი: ირაკლი კობახიძე 2008 წლის ანტიკრიზისულ გეგმას იხსენებს

უმუშევრებს – 0 ლარი, თვითდასაქმებულებს – 0 ლარი: ირაკლი კობახიძე 2008 წლის ანტიკრიზისულ გეგმას იხსენებს

ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მთავრობის დახმარების გეგმას განსხვავებულად წარმოგვიდგენს, სადაც ყველანაირი დახმარება 0-ის ტოლია, თუმცა ფეისბუქ პოსტის დასასრულს, აღნიშნავს, რომ ამ ციფრებს წინ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ.

 

„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას:

 

სოციალური პაკეტი

 

  • დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი

 

  • დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი

 

  • სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: 𝟎 ლარი

 

  • კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: 𝟎 ლარი

 

  • ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი

 

ეკონომიკური პაკეტი

 

  • სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: 𝟎 ლარი

 

  • კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: 𝟎 ლარი

 

  • კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: 𝟎 ლარი

 

  • ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: 𝟎 ლარი

 

  • ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: 𝟎 ლარი

 

  • მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: 𝟎 ლარი

 

  • კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: 𝟎 ლარი

 

  • საკრედიტო-საგარანტიო სქემა: 𝟎 ლარი

 

  • სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი

 

ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა 𝟐𝟎𝟎𝟖-𝟐𝟎𝟎𝟗 წლებში.

 

ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი:

 

  • ასეულობით გაჩერებული მშენებლობა;

 

  • ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი;

 

  • ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი;

 

  • ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე;

 

  • 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.

 

იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას.“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.

ავტორი: Prime Time

X