
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის, აკო ჭელიძის მამა შვილს მოუწოდებს სიმართლე აღიაროს. ამის შესახებ ჯეირან ჭელიძემ „პრაიმტაიმს” განუცხადა.
„არავის არ უნახია. არავინ იცის რა მოხდა… რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა აღიაროს”, – ამბობს ჯეირან ჭელიძე.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცველებმა გუშინ, წყნეთში დააკავეს.
წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















